პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა დავით ჯანდიერმა მოძრაობის ლიდერის, პაატა ბურჭულაძის დაკითხვაზე დაბარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათ ეფექტური გამოძიების იმედი არ აქვთ:
”ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს რაიმე იმედი ეფექტიანი გამოძიების, ვინაიდან, უწყებაშიც კი, რომელიც შსს-ს მიერ არის გამოგზავნილი, სწორად თარიღიც კი არ არის მითითებული და ის არის დაბარებული 2001 წლის პირველ იანვარს. ამიტომ, რაიმე სახის იმედი, ამ ფარსის, ამ შოუსი, რომ გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვება, ბუნებრივია არ გვაქვს, თუმცა ასევე ბუნებრივია, რომ ბატონი პაატა უარს არ იტყვის თანამშრომლობაზე”, – აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი , ნიკა გვარამია და პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს.
ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორისა და მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე მოხდება.