ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ოთხი ტელეკომპანია ერთობლივად ჩაატარებს

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს,  არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ოთხი ტელეკომპანია, „ იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“ და „ჯიდიესი“ ერთად ჩაატარებს.

ტელეკომპანიებმა საქართველოში  კომპანია TNS OPINION TNST  მოიწვიეს, რომელიც გაერთიანებულია მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო და საკონსულტაციო ჯგუფში KANTAR. (ამ კომპანიასთან სამ ტელეკომპანიას „იმედს“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესს“ ხელშეკრულება უკვე გაფმორმებული აქვს, რაც შეეხება“ საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ამ ეტაპზე მასსა და ტელეკოპანიას შორის, კონტრაქტის დეტალების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. )

ეგზიტპოლის ჩასატარებლად ე.წ. ველზე 900 ადმიანზე მეტი იმუშავებს. ისინი ამომრჩევლებს 320 საარჩევნო უბანზე გამოკითხავენ. ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20 საათიდან გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“ და არასამთავრობოთა ნაწილი კომპანიას უნდობლობას უცხადებს და  ბრალს სახელისუფლებო ინტერესების გატარებაში სდებს.

 

იტვირთბა....