ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

“რუსთავი 2” საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა შეიტანა.

 

როგორც ადვოკატი აცხადებს,  მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ და ოთარ სიჭინავამ, საჯარო გამოსვლებში საკმარისი საფუძველი გამოავლინეს, რომ დადგეს მათი აცილების საკითხი:

 

„მათ საჯარო განცხადებებში ნათლად ჩანს ის გარემოება, რომ ეს მოსამართლეები ვერ იქნებიან დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები “რუსთავი 2”-ის მიმართ. ისინი თვლიან, რომ “რუსთავი 2” არის არაობიექტური. ბატონმა ტურავამ უშუალოდ გააკრიტიკა ჩვენი სიუჟეტები, ეს და სხვა გარემოებები გახდა საფუძველი, რომ ამ ორი მოსამართლის აცილების საკითხი დაგვეყენებინა“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და სხვა გახმაურებული საკონსტიტუციო სარჩელების განხილვაზე თვითაცილება მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმაც მოითხოვა. ამ დრომდე თვითაცილების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ უმსჯელია.

იტვირთბა....