„მოვუწოდებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება, ვინ ურეკავდა და ვისთან ნათქვამი სიტყვის გადათქმა უჭირდა“, – ამის შესახებ „გოგი თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოვუწოდებ თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება, ვინ ურეკავდა და ვისთან ნათქვამი სიტყვის გადათქმა უჭირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ამ პერიოდის განმავლობაში, საღამოს 20:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე ვისთან ჰქონდა თამარ ჟვანიას სატელეფონო კავშირი, ვინ სტუმრობდა ან ვის სტუმრობდა და ვისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მისი თქმით, ბლოკის წევრები იმსჯელებენ, უჩივლონ თამარ ჟვანიას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
„სასამართლომ ბათილად ცნო თამარ ჟვანიას განკარგულება და ცესკოს სია გუშინ ხელმეორედ წარვუდგინეთ. ბლოკის წევრები ვიმსჯელებთ, რომ ვუჩივლოთ თამარ ჟვანიას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.