პრემიერის განცხადებას, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა:
“მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო არჩევნები სახელმწიფოსთვის. მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ თუ პოლიტიკურ ძალებს შორის იქნება ეს მზაობა,”- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის პარტიებს სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.