ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

„თიბისი ბანკის“ მიერ „ბანკ რესპუბლიკას“ შეძენასთან დაკავშირებით „საქართველოს ეროვნული ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები. ამასთან, ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს, როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე,” – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

იტვირთბა....