ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ცალსახად ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  აღმასრულებელმა დირექტორი ეკა  გიგაური დღეს ინტერნეტ სივრცეში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა:

„როდესაც საზოგადოება თითს იშვერს სახელმწიფოს მიმართულებით, როდესაც კადრების გავრცელება ხდება, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური იმიტომ, რომ ის რაც იყო გასაკეთებელი ხელისუფლების, მან ეს არ გააკეთა და შესაბამისად ის კითხვის ნიშნები მაინც რჩება, რომ სპეცსამსახურებს შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, რომ ბოროტად გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება და ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც მათ გააჩნიათ. დღეს ცალსახად ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

სამოქალაქო სექტორი  ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს როგორც დღეს, ასევე გასულ თვეებში მომხდარი ფაქტები.

 

 

 

იტვირთბა....