„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა:
“სამწუხაროდ ხელისუფლებამ აირჩია ბოლო 3 წელია „რუსთავი 2“-თან და პირადად ჩემთან მუდმივი პოლემიკის რეჟიმში ყოფნა, როგორც ჩანს მეტის საქმე არ აქვთ.
ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ არ ამისი შინაარსსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გვისმენს და არა მხოლოდ ტელევიზიის დირექტორს, არამედ პოლიტიკურ ლიდერს.
ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, მე ვესაუბრები მიხეილს სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ნათელაშვილსაც, ეს არის ჩემი პირადი საქმე, არაფერი უკანონო ამაში არ არის,არაფერი მედიის დამოუკიდებლობასთან ან პარტიის დამოუკიდებლობასთან ეს კავშირში არ არის,”- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გვარამია ბურჭულაძეს „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ საყვედურობს.