პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი, გიორგი პაპავა „ტვ პირველის „ ეთერში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის შესახებ აცხადებს, რომ ამით ხელისუფლებამ პარტია კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა:
„ ამ ჩანაწერით ჩანს, რომ ქვეყანაში მოსმენა გრძელდება. სახელმწიფო სუს-ს ისევ პოლიტიური მიზნების განსახორციელებლად იყენებს. ეს ნაწილია მთავარი და არა საუბრის ის შინაარსი, რაც ჩანაწერში ისმის.
ვიცოდი რომ ბატონ პაატასა და ნიკა გვარამიას შორის ეს საუბარი შედგა, რა თქმა უნდა, ყველა სიტყვა არა, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია გვქონდა.
ზოგი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ვართ, ზოგი-„ქართულ ოცნებასთან“ გვაკავშირებს. მინდა ვთქვა რომ ამ საუბრიდან ამოჭრილი იყო ის ნაწილი, სადაც ბატონი პაატა იძახის რომ ის არც “ქართული ოცნების” მეხოტბეა და არც “ნაციონალური მოძრაობის”. ჩვენ დამოუკიდებელი ბლოკი ვართ და დღეს რაც ხდება ქვეყანაში, იმის შეცვლა გვინდა. წვრილმან ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ მსურს.
მთავრობის დავალებაა, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიგვამაგრონ, მაგრამ რამდენად დაიჯერებს ამას ხალხი, ეს ჯერ უცნობია. „ – განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც გვარამია ბურჭულაძეს გავრცელებულ ვერსიაზე, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შესახებ, აკრიტიკებს. შსს-მ გამოძიება დაიწყო.