ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უეფა-ს ახალი პრეზიდენტი სლოვენიელი ალექსანდერ სეფერინი გახდა

სლოვენიის საფეხბურთო ფედერაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სეფერინი ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) პრეზიდენტი გახდა. სეფერინი უეფა-ს ხელმძღვანელად ათენში ორგანიზაციის რიგგარეშე ყრილობაზე აირჩიეს.

აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი მაიკლ ვან პრაგი. კენჭისყრის შედეგად მან მხოლოდ 13 ხმა მოაგროვა, სეფერინს კი 42 ხმა ჰქონდა.

სეფერინიმ პოსტზე 48 წლის ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი ჩაანაცვლა. პლატინი ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტისგან ზეპ ბლატერისგან უკანონო თანხმების მიღებაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....