ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„გვარამია როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა ბურჭულაძეს“

„ჯერ რა ტონით ელაპარაკება გვარამია ბურჭულაძეს, ეს ხომ შოკია“, – ასე აფასებს „მეტრონომთან“  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი  სესიაშვილი ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

მისი თქმით, ჩანაწერის გავრცელება სამთავრობო ინტერესში არ შედიოდა:

ირაკლი სესიაშვილი: „ სოდი და კუდი როგორც მოქმედებდა, ზუსტად ის გამახსენდა, როცა გვარამიას ვუსმენდი, რომელიც როგორც ბატონი ყმას ისე ელაპარაკებოდა და დავინახე ბურჭულაძე, რომელიც ბოდიშების მოხდით იყო დაკავებული. ჯერ ხომ აზრზე არაა თავის პარტიაში რა ხდება და მერე რა ტონით ელაპარაკება გვარამია და როგორ აშანტაჟებს,- ეს ხომ საერთოდ შოკია. ზუსტად ის გამახსენდა, რაც ხდებოდა „ნაციონალური  მოძრაობის“  მმართველოს  დროს და როგორ ექცეოდნენ მოქალაქეებს.

პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური  მოძრაობის“  პირდაპირი სატელიტია და არ ყოფნის გამბედაობა რომ ეს თქვას. გვარამიას შეხედეთ-კაცს თავისუფალ მედიაზე აქვს პრეტენზია და პოლიტიკურ ლიდერს შანტაჟის ენით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის და მათი მიმდევრების პირადპირი სახეა ეს ჩანაწერი.

„მეტრონომი“ : გვარამიას განცხადებით, ამ ჩანაწერის გავრცელებით ჩანს, რომ  მთვარობა კვლავ უსმენს მოქალაქეებს. ვის აწყობდა ამ ჩანაწერის გავრცელება?

ირაკლი სესიაშვილი: ბურჭულაძე,  გვარამია და „რუსთავი 2“  ვინ არის, ყველამ ყველაფერი იცის. ამიტომ ჩვენგან დამატებითი ინფორმაციის მიღება არ სჭირდებათ. პირიქით, ახლა „რუსთავი 2“-ს მიეცა საყაყანო.  ამიტომ ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა,  მის ინტერსებში სიტუაციის დაძაბვა შედის. „-განაცხადა „მეტრონომთან“ სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის (სავარაუდოდ) სუს-მა გაავრცელა.

იტვირთბა....