ბათუმელი მეზღვაურები რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად “2030” -ის ინფორმაციით თურქული დროშით მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ.
მეზღვაურის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეზღვაურები მძიმე პირობებში იმყოფებიან, აქვთ საკვებისა და წყლის მარაგის პრობლემა. ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ავთანდილ გეგენავას თქმით, რობერტ ლიპარტელიანისა და მალხაზ მელაძის შესახებ სააგენტოსთვის ოჯახს ან რომელიმე ორგანიზაციას არ მიუმართავს, თუმცა ამ ფაქტის შესახებ თავად მოიძიეს ინფორმაცია და მიაწოდეს საგარეო საქმეთა სამინისტოს.
“ეს ინფორმაცია ცნობილია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, შესაბამის საკონსულოში გადაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტები და ველოდებით მოკლე ხანში პასუხს ამ ფაქტის შესახებ.” – განაცხადა გეგენავამ.
“მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსაურში აცხადებენ, რომ River Pride კონგოს დროშის ქვეშ მცურავი გემია და მათი ინფორმაციით მალხაზ მელაძეს ნამდვილად სურს გემის დატოვება.