„მოსმენები გულისამრევია და ამის გამოქვეყნება სამართლიანი არ არის,“- განაცხადა „რესპუბლიკელების“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, გვარამიასა და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების თაობაზე:
“ერთს უსმენდნენ თუ მეორეს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მოსმენები გულისამრევია და ამის გამოქვეყნება სამართლიანი არ არის. ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია ხელოვნური, ფსევდოოპოზიცია და შესაძლოა, შექმნილია ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც ყველაზე მთავარი წარმომადგენლები ტოვებენ.
ეს პარტია უკვე აღარ არსებობს და მას რაღაცა შანსები აქვს. მისი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მერე გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, აპაპაპა, მე მაგის კაცი არ ვარო. ეს ორივე მხრიდან თამაშია და თუ სამივე მხრიდან – “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, ვერ გეტყვით”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა განცხადა, მთავრობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ პაატა ბურჭულაძეს მოუსმინოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი. შსს-მ გამოძიება დაიწყო.