გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფში „ჰენკელის“ საწარმო გაიხსნა. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით „ჰენკელმა“ საქართველოში ახალი წებოვანი სამშენებლო მასალების საწარმო გახსნა.
საწარმო ადგილობრივი ბაზრისთვის გამოუშვებს ცნობილი ბრენდის Ceresit–ის სამშენებლო წებოვან მასალებს. ჯამური ინვესტიცია პროექტში 3.5-6.4 მილიონ ევროს შეადგენს. კომპანია გამოიყენებს უახლეს ტექნოლოგიებს რათა მოახდინოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას.
“ჰენკელი” მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობს და ცნობილია წამყვანი ბრენდებითა და ტექნოლოგიებით ბიზნესის სამ სფეროში: სარეცხი და სახლის მოვლის საშუალებები, სილამაზე და მოვლის საშუალებები და წებოვანი ტექნოლოგიები.