„ნათელაშვილის და „ნაციონალების“ თანამშრომლობის კომპრომატები მაქვს,“ – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა:
“ვერ ვიტყვი, რომ „ლეიბორისტული პარტიიდან“ „ნაციონალებთან“ ვინმე სხვა თანამშრომლობს, მაგრამ ნათელაშვილის და „ნაციონალების“ თანამშრომლობის კომპრომატები მაქვს. ეს მასალა დღის სინათლეს მის ზურგს უკან ვერ ნახავს. მასალას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვამზეურებ, თუ ის მე შემხვდება. თუ ამ კადრების გამომზეურების არ ეშინია, მოვიდეს და პირისპირ დამიჯდეს. დაჯდეს ჩემთან დებატში და მე მაყურებელს დავუმტკიცებ, რომ ნათელაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს”, – განაცხადა “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა.