“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გვარამია-ბურჭულაძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით მას ეს ჩანაწერი არ მოუსმენია. როგორც ბოკერია აღნიშნავს, თუ ეს ჩანაწერი რუსულმა სააგენტომ გაავრცელა, „მაშინ ყველაფერი გასაგებია“:
“საუბარს არ ვიცნობ, მაგრამ თავისთავად, ფაქტია, რომ სუს-ის მიერ პოლიტიკური ოპონენტების პირადი თუ საქმიანი საუბრების გამოქვეყნება ხდება და ეს იმას ადასტურებს, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, კრიმინალთან ბრძოლის და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ფოკუსირებულია მოწინააღმდეგეების დევნაზე. ამ მდგომარეობას არჩევნების შედეგად შევცვლით. ამ ხალხს ქვეყნის მართვის მანდატი აღარ აქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე – Creative Georgia News მიერ ვრცელდება სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის.