„მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის ქვეყნისთვის კატასტროფა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეტერში განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დიდი უმრავლესობით მოვა, ეს არის ხიფათისკენ გადადგმული ნაბიჯი:
„მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის ქვეყნისთვის კატასტროფა, მორჩა, წერტილი. ასევე, „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში ასე სუპერ უმრავლესობით, 2/3-ებით, ეს არის სვლა ძალიან დიდი ხიფათისკენ, იმედი მაქვს კატასტროფამდე არ მივალთ, მაგრამ გეზი აქეთკენ არის.
სააკაშვლთან 3-4 თვე გავძელით, მაგრამ როგორც კი სააკაშვილი პრობლემურ გზას დაადგა, ჩვენ მაშინვე დავშორდით. ახლა, როცა, „ქართული ოცნება“ პრობლემურ გზას დაადგა, ახლავე დავშორდით მას. პოლიტიკაში ეს ასეა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.