ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს 15 მილიარდ რუბლამდე დახმარებას გამოუყოფს

რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს 2019 წლამდე საერთო ჯამში 15 მილიარდ რუბლამდე დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

თანხის ნაწილი, რომელიც სოციალურ – ეკონომიკური პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს ოკუპირებულ რეგიონებს 2017 წელს გადაერიცხებათ. ის ძირითადად საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ მიზნით მომავალ წელს ოკუპირებული აფხაზეთი 4, ხოლო ცხინვალი 3 მილიარდ რუბლს მიიღებს. რუსეთის ასეთ გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

„ეს არის მცოცავი ოკუპაცია, როდესაც რუსეთი ცდილობს შეისრუტოს ეს ორი რეგიონი. იქ ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკას, როგორც სამხედროების ყოფნის გაზრდის მხრივ, ისე ეკონომიკური დახმარების გაზრდის. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ანექსიისკენ არის მიმართული და ამას სჭირდება ეფექტური პოლიტიკა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან არ ხორციელდება ბოლო პერიოდში,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

იტვირთბა....