ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბარაკ ობამა ტრამპზე: „მას უყვარს პუტინი“

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

 

ბარაკ ობამას განცხადებით, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისაბაძ მაგალითად მიაჩნია:

 

“მას უყვარს ეს კაცი. დაფიქრდით იმის შესახებ, თუ რა ხდება რესპუბლიკურ პარტიაში. ადრე იგი რუსეთისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა და დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის იბრძოდა, ახლა კი მათი კანდიდატურა აქებს იმ კაცს და აცხადებს, რომ იგი ძლიერი ლიდერია, რადგან იგი შედარებით პატარა სახელმწიფოებში იჭრება, თავის ოპონენტებს ციხეში სვამს, პრესას აკონტროლებს და თავისი ეკონომიკა რეცესიაში შეჰყავს.

მე მიწევს საქმე დავიჭირო რუსეთთან. ეს გარე პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. მაგრამ მე არ დავდივარ და არ ვიძახი, რომ ეს მისაბაძი მაგალითია”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

იტვირთბა....