საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა:
“დედა რა იყო ეს? რატომ შესთავაზეს, ან მერე უარი რატომ თქვა. რაღაც საკითხებს ყვება ისეთს, რაზეც პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი საუბარი ხდება, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ განცხადებებში გამოიყენებ, ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი.
პოლიტიკურ ასპარეზზე როცა ხარ ადამიანი, ალბათ უფრო ღიაც უნდა იყო საზოგადოებისთვის, რაღაც უნდა უარყო, დაადასტურო, მაგრამ თუ რამეს ამბობ ბოლომდე უნდა თქვა. იმის ლაპარაკი, რომ რაღაც ვიცი და არ ვლაპარაკობ, ეს უკვე სპეკულაციაა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გუშინ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანისვილმა მას 2015 წელს პრემიერობა შესთავაზა.