https://www.youtube.com/watch?v=PmsaTQvJ8d8
Youtube-ზე – Creative Georgia News ვრცელდება სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის.
„Ника Гварамия контролирует “независимых” политиков“ (ნიკა გვარამია აკონტროლებს „დამოუკიდებელ“ პოლიტიკოსებს) – ასეთი სათაური აქვს გავრცელებულ ვიდეოს.
სატელეფონო ჩანაწერში გვარამიასა და ბურჭულაძეს შორის „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შესახებ არის საუბარი.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ადასტურებს ჩანაწერის ავთენტურობას:
„ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.
სამი დღე არ დაჭირდა სუსს.
აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.“-წერს გვარამია.