ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სასამართლომ „მრეწველების“ სარჩელი დააკმაყოფილა

“მრეწველების” პოლიტიკური ბლოკი სავარაუდოდ, არჩევნებში,  მონაწილეობას მიიღებს. სასამართლომ  გაერთიანების სარჩელი დააკმაყოფილა და ცესკოს გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

ცესკოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლო პროცესის შემდეგ ცესკოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ნახვის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პოლიტიკურ გაერთიანებაში საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები არიან. მრეწველები გეგმავენ, რომ ფინანსური და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კომფისკაცია მოითხოვონ.

„ვიღაცებს, ალბათ, ძალიან არ უნდოდათ ჩვენი მონაწილეობა. ოცნება, რა თქმა უნდა, მოიგებს, მაგრამ დარჩენილ 5-6 პარტია ერთმანეთის კონკურენტები ვართ და, ალბათ, ვიღაცას ძალიან აწყობდა. ალბათ, უნდა გამოიძიონ. ამდენი უსამართლობა, რაც ამ რამდენიმე დღეში ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა თანამშრომლებმა იკადრეს, ამას ცოტა სხვანაირი მიდგომა და გამოძიება უნდა,“ – განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „მრეწველები“ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, რადგან ცესკოს განცხადებით, მათ საბუთების შეტანა დააგვიანეს. „მრეწველებმა“ აღნიშნული უარყვეს და სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

იტვირთბა....