„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა საარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ სკოლას ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა:
“ჩვენ უწყებათაშორისი კომისია გვაქვს ხვალ შესაბამისად თუ ბატონი ხუნდაძე ამ ინფორმაციას და მტკიცებულებებს რაც მის ხელთ არის მოგვაწვდის და თუ არ მოგვაწვდის ჩვენ მედიამონიტორიგს ვაწარმოებთ ყოველდღიურად და მისი განცხადებები საკმარისია იმისთვის რომ ჩვენ დავსვათ ამ თამაზე კითხვები, თუ კი გვექნება საწყისი რამე მტკიცებულება, რა თქმა უნდა ჩვენ ვრეაგირებთ ხოლმე მყისიერად და ეს ინფორმაცია იგზავნება თუ აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა აუდიტის სამსახურში და თუ უფრო მძიმე შემთხვევაა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, საქართველოს მთავარ პროკურატურაში”, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დიმიტრის ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცეზარ ჩოჩელი 37-ე ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად 2016 წლის 15 აგვისტოს დარეგისტრირდა. ამ დროისათვის ცეზარ ჩოჩელი წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ანუ მმართველი ორგანოს უმაღლეს პირს. ამ კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას 2016 წლის 17 აგვისტოს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადაურიცხა 12 145 ლარი.
ცეზარ ჩოჩელი და დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატობისთვის იბრძვიან.