ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს“

„ პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს,“ -ამის შესახებ გიორგი რუხაძემ “კურიერში“ განაცხადა:

„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გააკოტრა, ამყოფა მძიმე ფინანსურ კრიზისში და შემდეგ უკვე გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით გაუხსნა ფინანსური არხი. მილიონობით დავალიანება იყო პარტიაში და მას შემდეგ, რაც ეს გაერთიანება შედგა, დაიწყო ამ დავალიანების გასტუმრება. 10 მილიონ ლარს აღემატება ეს დავალიანება და ამხელა ფულს ერთ და ორპროცენტიან პარტიაში არავინ ჩადებს.

ბურჭულაძის პარტია რომ დღეს აღარ არის, ამაზე ნათლად მოწმობს საარჩევნო სიის პირველი ათეული,” – განაცხადა რუხაძემ.

გიორგი რუხაძემ პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე  კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ მან არ იჩქარა პარტიიდან წამოსვლა, რადგან ფიქრობდა, რომ ბურჭულაძე ბოლომდე არ გაწირავდა საკუთარ პარტიას.  ამ ეტაპზე კი დარწმუნებულია, რომ   “ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი გახდა”.

იტვირთბა....