რუსეთის ხელისუფლებამ მარილზე ემბარგო (ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა) გამოაცხადა.
აკრძალვა იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ.
ემბარგო ძალაში 1 ნოემბრიდან შევა.
ცნობისთვის, რუსეთი მარილის მოპოვებით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. რუსეთში მარილის ძირითადი მიმწოდებლები არიან უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, თურქეთი, ჰოლანდია, დანია და შვეიცარია.