ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას“

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ კითხვას, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს შეეხებოდა, ასე უპასუხა:

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს ეს  უფლება  არ უნდა წაერთვას.

ევროპულ სახელმწიფოებში არსებობს საკონსტიტუციო მოწყობის და მმართველობის სხვადასხვა ფორმა. ყველა მათგანი არის ლეგიტიმური და დემოკრატიული. თუმცა, ეს საკითხი, ჩვენიაზრით, არის ფართო საზოგადოების გადასაწყვეტი, ამავე დროს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს ეს უფლებაც არ უნდა წაერთვას“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

იტვირთბა....