ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

„სხვისი სახლი“ ოსკარზე და სან სებასტიანის კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

ესპანეთში, – სან სებასტიანის A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობას ქართული ფილმი “სხვისი სახლი” მიიღებს. რუსუდან გლურჯიძის ფილმის არასაკონკურსო ჩვენება 18 და 20 სექტემბერს გაიმართება.

“სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

ფილმმა  კარლოვი ვარის კინოფესტივალზე უკვე გაიმარჯვა,  პროგრამაში East of the West.

ამავდროულად, „სხვისი სახლი“ ამერიკის კინოაკადემიისთვის  ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად შეირჩა.

იტვირთბა....