ახალი ამბები

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონს გიულენის დაკავების მოთხოვნით მიმართა

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონს ფეთულაჰ გიულენის დაკავების მოთხოვნით მიმართა, – ინფორმაციას ადგილობრივი  სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გიულენის საკითხზე სექტემბრის დასაწყისში “დიდი ოცეულის” სამიტზე აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა – ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ გიულენს ოფიციალური ანკარა 19 ივლისს თურქეთში მომხადრ სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....