ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივანი არ შეურჩევია

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე  ბრიფინგი გამართა:

 

”პირველ რიგში, მინდა მოგახსენოთ, რომ 15 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განსახილველი თემები იქნება – სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება და თავდაცვისსამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.

 

აქვე, გეტყვით, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნას. ისინი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას ოქტომბრის დასაწყისში შეუდგებიან – მოსამართლის ფიცის დადების შემდგომ. მანამდე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი განაგრძობს უფლებამოსილების განხორციელებას ამ თანამდებობაზე.

 

გვინდა, ასევე, საარჩევნო თემატიკას და წინასაარჩევნო გარემოს შევეხოთ.  მოგეხსენებათ, ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით,  უკვე თვეზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც, სხვადასხვა პროექტების სახითგაგრძელდება საპრეზიდენტო კამპანია –  „შენი ხმა ჩვენი მომავალია“.

 

კამპანიაში ჩართული არიან ახალგაზრდები, რომელთა დახმარებით პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

 

ამავდროულად, პრეზიდენტი მედიის მეშვეობით მოუწოდებს პოლიტიკოსებს ერთმანეთთან  საუბრის და ურთიერთობების გარჩევის ნაცვლად,  მეტი ესაუბრონ ამომრჩეველს საკუთარ გეგმებზე და პროგრამებზე.

 

პრეზიდენტს სურს კიდევ ერთხელ შეახსენოს პოლიტიკურ ძალებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელმაც მშვიდ ვითარებაში, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით უნდაგააკეთოს არჩევანი.

 

პრეზიდენტს ასევე სურს შეახსენოს სამართალდამცავ  უწყებებს, რომ მიუხედავად  პარტიული სიმპათიებისა, მათი უპირველესი მოვალეობა ყველა ამომრჩევლისთვის და საარჩევნო სუბიექტისთვის, მშვიდი საარჩევნო გარემოსუზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებაა. ვინაიდან, არჩევნები უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესია, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავადასტუროთ,  რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპულისტანდარტის არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა მიშველაძემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება.

იტვირთბა....