ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვიდეო კარგად უჩვენებს, პაპკა რომ გახსნეს, დოკუმენტები დაექცათ”

მრეწველების ლიდერი, გოგი თოფაძე აცხადებს, რომ  ცესკო-ში დოკუმენტების წარდგენის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, რასაც სასამართლოზე წარადგენენ:

 

„ვიდეო კარგად უჩვენებს, რომ პაპკა რომ გახსნეს, დოკუმენტები დაექცათ, სასამართლოზე ვანახებთ ამას, ჩვენი წარმომადგენელი რომ შევიდა, გასწორებული შეიტანა, რომლის სამი დღის მერეც შეეძლო შეეტანა, რამდენიმე წარმომადგენელი გაჩნდა, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო, თქვეს, 12 წუთი გადააცილეთ და ჩვენ ამას აღარ მივიღებთ,” – აცხადებს თოფაძე.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით 25 პარტიას, მათ შორის „მრეწველებს“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ.

„მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“  სასამართლოს გზით შეეცდება დაიბრუნოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მათ ერთობლივ სარჩელს დღეს საქალაქო სასამართლო განიხილავს.

იტვირთბა....