https://www.youtube.com/watch?v=aS5d6N7S5jc
გადაცემა “არჩევანში”, “ქართულ ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დაუპირისპირდნენ.
ხიდაშელმა ნარჩემაშვილს მისი შს მინისტრობის დროინდელი ფაქტები შეახსენა : „თქვენი მინისტრობის დროს ცვიოდნენ ადამიანები ფანჯრებიდან…თქვენ დროს პოლიცია იყო კორუფციული „გაის“ მექა, თქვენ დროს წამების მექა იყო, ამას ამბობს ყველა დასკვნა, რომელიც გამოუქვეყნებია არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას,“- მიმართა ხიდაშელმა ნარჩემაშვილს.
კობა ნარჩემაშვილმა საპასუხოდ თინა ხიდაშელს ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული „მატერიალური სიკეთე“ შეახსენა :
„8 ოქტომბერმა გადაწყვიტოს საზოგადოება ვის დაუჭერს მხარს მე თუ თინა ხიდაშელს,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.