ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. ამის შესახებ რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც “ქართული ოცნების”, არც “ნაციონალური მოძრაობის”. ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს”,- განაცხადა რუხაძემ.

რუხაძის თქმით ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა.

“პაატა ბურჭულაძე თავდაპირველად დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა, თუმცა ივანიშვილმა მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა და შემდეგ გაუხსნა ერთი არხი “გირჩის” სახით. ახლა ივანიშვილი ფიქრობს, უღირს თუ არა, აღნიშნულმა ძალამ ბარიერი გადალახოს და როგორც კატა თაგვს, ისე ეთამაშება”.- აღნიშნა რუხაძემ.

რაც შეეხება თავად გიორგი რუხაძის სამომავლო გეგმებს, ის აცხადებს, რომ რჩება ძალიან აქტიური საჯარო სივრცეში.

 

 

იტვირთბა....