მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მრეწველებისა” და “ჩვენი სამშობლოს” ერთობლივ სარჩელს სასამართლო დღეს განიხილავს

“მრეწველებისა” და “ჩვენი სამშობლოს” ერთობლივ სარჩელს დღეს განიხილავს საქალაქო სასამართლო. ისინი საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და სწორედ სასამართლოს გზით შეეცდება დაიბრუნოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
როგორც ცესკოში განმარტავენ, “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” რეგისტრაცია მას შემდეგ გაუქმდა, რაც კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინეს პარტიული სია.
საარჩევნო ბლოკში ამის მიზეზად ტექნიკურ ხარვეზებს ასახელებენ და მიაჩნიათ, რომ ეს არ იყო რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი.

იტვირთბა....