ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოსკოვში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: „მორწმუნე, ბავშვური გოგო იყო“

მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდნილი ქართველი სოპრანო, 25 წლის ანა ბუბაშვლი  “მის საქართველო-2010”-ის მონაწილე და “მის ინტელექტის” პრიზიორი იყო.

„მეტრონომს“ ტრაგედიის დეტალებზე სოპრანო თამარ ივერი ესაუბრა:

„ანა ჯერ არ არის გადმოსვენებული. პანაშვიდი ქუთაისში იქნება, რადგან ოჯახი ქუთაისიდან არის.  მიმდინარეობს გამოძიება ეს იყო უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა.  მორწმუნე, ბავშვური გოგო იყო. დედასთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც სწავლობდა. ზურაბ სოტკილავასთან ემზადებოდა. მასთან სულ დედა იყო, რომელიც დროდადრო თბილისში მოდოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. ახლაც, დედა თბილისიდან ბრუნდებოდა და ასეთი ამბავი დახვდა… ცხედარი უკვე წაღებული იყო. შემთხვევა სამი საათის წინ იყო მომხდარი. „

თამარ ივერის ინფორმაციით, 25 წლის ანა ბუბაშვილის გადმოსვენების საკითხში საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული:

„ ხვალ ან ზეგ უნდა გადმოასვენონ. თუ  ექსპრტიზა დაინიშნა, ალბათ ეს საკითხი რამდენიმე დღით  გადაიწევს. „

შეგახსენებთ, რომ 25 წლის სოპრანო ანა ბუბაშვილი მოსკოვში მე-12 სართულიდან გადმოვარდა.

იტვირთბა....