ახალი ამბები მთავარი სამართალი

თუშეთში 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულები, რომელთაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი კი ამ დრომდე გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიემგზავრებოდნენ.

იტვირთბა....