ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდა“: ცნობილი სახეები ქართველი სოპრანოს შესახებ

მოსკოვში მცხოვრები ქართველი სოპრანოს, 25 წლის ანა ბუბაშვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამარ ივერი ავრცელებს:

„მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდა.  დედა სულ მასთან იყო… ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა… რომ ჩავიდა…. კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა – პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს, თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღსალამათი ძმა…ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა, არ ვიცი. შოკში ვართ ყველა“!- წერს თამარ ივერი.

მოგვიანებით, მომღერალი  მარიამ როინიშვილი წერს:

„გაგვანადგურე, ანა! საოცარო ადამიანო! შენნაირები იშვიათად იბადებიან! სიტყვები არ მყოფნის… ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩვენო ანა!..

ყველა ფოტო მოგონებაა, მაგრამ არსებობს ფოტო, რომელიც განსაკუთრებული მოგონებაა… როგორ მტკივა ეს გოგო“.

ანა ბუბაშვილი მოსკოვში გადასვლამდე  თბილისის კონსერვატორიაში საოპერო ვოკალის განხრით სწავლობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შემთხვევით გადავარდა მე-12 სართულიდან.

იტვირთბა....