თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა განათლების ყოფილი მინისტის, გია შერვაშიძის რექტორის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებს.
განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისთვის, რეგისტრაციის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს. სტუდენტები კი შარვაშიძის პოსტიდან გადაყენებას სწორედ რექტორის არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირებენ.
თვითმმართველობის წევრების განმარტბით, შარვაშიძის რექტორების შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„ძალიან კარგი იქნება, თუ აკადემიური საბჭოს ის წევრები, რომლებიც შიდა საუბრებში ამბობენ, რომ კონკრეტული წნეხი მიმდინარეობს მათ მიმართ, ამ ყველაფერს იტყვიან საჯაროდ,“-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა.
რექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 14 სექტემბერს იწურება.