ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია რუსთავში – აზოტის ქარხნის თანამშრომლები სამუშაოების განახლებას ითხოვენ

რუსთავში, აზოტის ქარხანასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ქარხნის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით, ქარხანა უკვე ორი თვეა არ მუშაობს, თანამშრომლები კი ე.წ. ტარიფულ შვებულებაში იმყოფებიან.

ქარხნის მუშები აზოტის ქარხანაში სამუშაოების განახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მშვიდობიან აქციას რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირკიტაძეც შეურთდა.

„ქარხნის ხელმძღვანელობას სულ არ ადარდებს მათი ბედი, რადგან ისინი ისედაც მაღალ ხელფასებს იღებენ, ხოლო თანამშრომლები ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი.“ – განაცხადა კირკიტაძემ.

თანამშრომლების პროტესტს საპასუხო განცხადება აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან არ მოჰყოლია.

იტვირთბა....