ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მრეწველები” ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადწყვეტილებას, მათი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ცესკო-ს თავმჯდომარემ პიროვნული გადაწყვეტილებით გაგვიუქმა რეგისტრაცია, რომლის კანონიერი უფლება და საფუძველი მას არ ჰქონდა. უფლება ჰქონდა, მაგრამ საფუძველი არა. იმიტომ, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დოკუმენტები თავის დროზე, რაზეც მოგვცეს საბუთი, რომ დოკუმენტი ჩაბარებულია. ჩვენ ჩავაბარეთ სია თანმდევი კანონებით. მივაწოდეთ წერილი, რომ გაბარებთ სიას თანმდევი კანონებით. თუ სია არ იყო მაშინ რა ჩავაბარეთ და რაზე მოგვცეს ეს საბუთი, რომ ჩაბარებულია. ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, რომ თურმე ჩვენ რაღაცა არ გვქონია და ალბათ არ გავტარდებოდით რეგისტრაციში.

მიღებულ გადაწყვეტილებაში არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, ამ ეტაპზე ჩვენი იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მათი შესწავლა და უფრო დეტალურად მოგვიანებით შემეძლება საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.” -განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცესკოში განმარტავენ, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია

 

იტვირთბა....