აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი შტაბის წევრებს, მისი კონკურენტის, ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნეგატიური კომენტარის გაკეთება აუკრძალა, -ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თავად ტრამპმა მანამდე, ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ არაერთხელ გააკეთა კომენტარი. ამჯერად ტრამპი ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კომენტირებისგან უკვე თავს იკავებს.
შეგახსენებთ, ექიმმა ჰილარი კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვა.