ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, ქუთაისში 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის კამერასთან მუშაობას ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად სწავლობდა:
,,მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა,“-იხსენებს ივანიშვილი.
„თავისუფალ დემოკრატებზეც“ და „რესპუბლიკელებზეც“ ძალიან ბევრი კრიტიკული გამონათქვამი მომიწია. მე ისეთი კაცი ვარ, ახლობელს უფრო მეტი უნდა ვუთხრა პირში, არაფერი გადამიჭარბებია საჯაროდ, ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს,-ამბობს ექსპრემიერი ივანიშვილი პარტიების შეფასებებისას.