ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრას მართავს. ივანიშვილი ამჯერად ქუთაისში იმყოფება:
„თუ ადრე „რესპუბლიკელებს“ ვასახელებდი პირველს, ახლა ვასახელებ „თავისუფალ დემოკრატებს“. „თავისუფალი დემოკრატები“ მირჩევნია „რესპუბლიკელებს“. რატომ დემოკრატები? მათზე მე კრიტიკა გავაკეთე, რომ ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა და გუნდის სხვა წევრებმა მას შეცდომები არ გაუსწორეს და მეგობრებას გადაყვნენ,“-ამბობს ივანიშვილი.
თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართაც გამოთქვა ივანიშვილმა კრიტიკული აზრი:
,,ამ ჯგუფში შეიმჩნეოდა ზედმეტი დომინანტობა ლიდერის. ალასანიას შეცდომები გუნდმა გაიზირა და მეგობრობას გადააყოლა ნაცვლად იმისა, რომ ალასანაის ჰყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა და გუნდი არ გადაეყოლებინა თავის შეცდომებს, გუნდიც წამოიყოლა.“-განაცხადა ივანიშვილმა.