არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტის განცხადებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გარე და შიდა ზეწოლაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, მათი მოსაზრებები.
სამოქალაქო სექტორი ასევე საკუნსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო სიუჟეტებით მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
მათი შეფასებით, მედია ვერ გახდება სასამართლოს მხრიდან საქმის გაჭიანურების საბაბი.
„ფაქტია, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და ამას, რასაც ჩვენ ვამბობთ, განსაკუთრებულ წონას სძენს ის, რომ იგივეს ადასტურებს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელიც. ამიტომ, მისი განცხადება არ არის მხოლოდ მისი განცდები, არ არის მხოლოდ იმპულსურად გამოხატული პოზიცია, ეს პოზიცია ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციებს,“ – განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.