ახალი ამბები მთავარი

შსს-ს აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გივი მიქანაძე წარუდგინა.
გიორგი მღებრიშვილმა აკადემიის რექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან ერთად შსს-ს აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის პოლიციელთა განათლება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი რექტორი შსს-ს აკადემიის განვითარებას და რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს წარმატებით გააგრძელებს.

იტვირთბა....