ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხარების ტრადიციული ბრძოლის, კორიდის აკრძალვის მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში კორიდის მხარდამჭერების რაოდენობა პერმანენტულად მცირდება, მიუხედავად ამისა, ესპანეთში ხარების ბრძოლა დაახლოებით 2000-ჯერ ტარდება.
ამავდროულად, კორიდის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ეროვნული ტრადიციის ნაწილია, რომელიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს.
პირველად კორიდა კანარის კუნძულებმა აკრძალა, მის მაგალითს კატალონიამაც მიბაძა.