ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას.
“ვენეციის კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავიანთ საქმიანობაში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტი ქვეყანაში და არის გარანტორი ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დაცვის ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ვთვლით, რომ კრიტიკულად მნიშნელოვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა განხორციელონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე“, – აღნიშნა ჰერდის თორგეირსდოტირიმ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება.