ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თოფაძე, მრეწველები – ჩვენი სამშობლოს წევრებმა“ საპროტესტო აქცია გამართეს

ცესკოს შენობასთან  „თოფაძე, მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა ზურაბ ტყემალაძემ, ტრისტან წითელაშვილმა და ზვიად ჩიტიშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს. ზურაბ ტყემალაძის თქმით,  მათ ცესკოში ბლოკის რეგისტრაციისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს და თუ რაიმე ხარვეზი იყო, ამის შესახებ ცესკოს მათთვის დროულად უნდა ეცნობებინა.

”ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა კანონიერად მიიღონ გადაწყვეტილება. ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჩაბარებულია. საჭიროა ცესკომ გააკეთოს თავისი დასკვნა. იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტია „ჩვენი სამშობლოს“ თავმჯდომარე ზვიად ჩიტაშვილი კი აცხადებს, რომ შენობის წინ შიმშილობის აქციას დაიწყებს.

იტვირთბა....