საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნული ირინა იმერლიშვილი თავის საქმიანობის მთავარ პრეროგატივად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობის აღდგენას მიიჩნევს. ამის შესახებ იმერლიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლადდანიშნული 4 მოსამართლე ძველ მოსამართლეებთან ერთად შევძლებთ იმას, რომ აღვადგინოთ რეპუტაცია და ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ,“ – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2 ახალი წევრი დანიშნა. უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან, რომელთაც უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.