ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

უზენაესი “რუსთავი 2”-ის საჩივრის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას 19:00-ზე გამოაცხადებს

უზენაესი სასამართლო “რუსთავი 2”-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას 19:00 საათზე გამოაცხადებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეთა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

განცხადებაში წერია, რომ საქმის განმხილველი მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, და ბესარიონ ალავიძე, არ ადასტურებენ ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი 13 ივლისს შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

იტვირთბა....