ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლუკა კურტანიძე ახალი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ახალი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნება. ის “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში ვერ მოხვდა. ამის მიუხედავად, კურტანიძე პოლიტიკაში დარჩენას აპირებს და საკუთრ გეგმებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციებს გადის.

“რადგან გუნდმა და ჩვენმა ლიდერმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ განახლებული სიით და ამ სიაში ვინც არიან, ახლები თუ ძველები, ამ გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე და ეს ის საზოგადოებაა რომელიც, მოიპოვებს ნდობას. 94 წლიდან ვმოღვაწეობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და მეორე სფერო ეს არის სპორტი. თუ ეს ნდობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივისცემა.“ – განაცხადა კურტანიძემ.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” საარჩევნო სია და პროგრამა გუშინ გახდა ცნობილი.

იტვირთბა....